კომპანია Apple და ბანკი Goldman Sachs-ი თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თუ გარიგება შედგება, Apple-ს ტექნიკის შეძენის მსურველებს ბანკი სესხს გამოუყოფს.
The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ „ჩაკბეჩილი ვაშლის“ მომხმარებლებისათვის აღნიშნული გარიგება საკმაოდ ხელსაყრელი იქნება, რადგანაც Goldman Sachs-ი ამ შემთხვევაში კრედიტს საკმაო დაბალი საპროცენტო განაკვეთით გასცემს, ვიდრე სხვა ბანკები.