საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.
გარდაბნის საკრებულოში “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარე გიორგი ძმანაშვილი დღეს დააკავეს.
„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულია გარდაბნის საკრებულოს წევრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით", – აღნიშნავენ პროკურატურაში.