კომაში მყოფი 18 წლის ხატია თვაურის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გოგონას მკურნალი ექიმის ნახვა მოითხოვეს, მათ სურდათ საჯაროდ მიეღოთ განმარტება - რა დაემართა გოგონას ოპერაციის შემდეგ და რატომ იმყოფება, ამ დრომდე, კომატოზურ მდგომარეობაში.
თავდაპირველად მათ კლინიკაში შესვლის უფლება დაცვის სამსახურმა არ მისცა, თუმცა მოგვიანებით, ძალის გამოყენებით შეიჭრნენ. მომხდარი ინციდეტნის შედეგად, კლინიკის დაცვის თანამშრომელმა თავის არეში მცირე დაზიანება მიიღო. პაციენტის ახლობლები შენობიდან საპატრულო პოლიციამ გაიყვანა, თუმცა ისინი კვლავ სამედიცინო დაწესებულების ეზოში რჩებიან.
აღსანიშნავია, რომ კლინიკის წარმომადგენლები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
კლინიკის ხელმძღვანელობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, ხატია თვაურს 5 თვის წინ ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგად დღემდე კომაშია. პაციენტს 18 წელი დღეს შეუსრულდა.