თბილისში, გიორგი ჭყონიდელის ქუჩაზე არსებული სკოლების, „ლამპარისა“ და მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, ერთ-ერთმა მოსწავლემ სხეულის დაზიანება მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1 ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.