საქართველოში სამართალი ხელისუფლების მძევლად არის ქცეული, _ ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა უზენაეს სასამართლოსთან "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ლიდერის ეკა ბესელიას შვილის და ძმის მხარდასაჭერ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ისეთი ახალგაზრდა, ნიჭიერმა იურისტმა, როგორიც კონსტანტინე კუბლაშვილია საკუთარ ბიოგრაფიას ხაზი გადაუსვა და ამ ხელისუფლების უკანონო მოთხოვნების შემსრულებელი გახდა. დღეს, საქართველოში სამართალი რეალურად ამ ხელისუფლების მძევლად არის ქცეული", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისვე შეფასებით, აუცილებელია, უკანონობას საზოგადოება წინ აღუდგეს და მათთვის ხელისუფლების ქმედებები სულ ერთი არ გახდეს.
"დღევანდელი სტანდარტები, რომელიც სამართლის სფეროში გავქვს უბრალოდ სამარცხვინოა", - აღნიშნა ექსპერტმა.