შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული ავტომობილი და 51 ელექტრომობილი გადაეცა.
უწყების ინფორმაციით, იაპონიის მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩუქრად გადასცა 96 ავტომობილი 45 „Mitsrubishi Outlander Plug-in Hybrid“ და 51 „Mitsubishi I-Miev electric vehicle“, რომლიდანაც 45 ჰიბრიდული ავტომანქანა -
თბილისის საპატრულო პოლიციას გადაეცა, ხოლო დანარჩენი 51 ელექტრომობილი
სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 წლის განმავლობაში, საწვავის, ძრავის ზეთისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯზე, საბიუჯეტო თანხებს დაზოგავს დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ლარით.