დუშეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ფასანაურში მდებარე ფოსტის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შენობა 1840 წელს არის აგებული.
„შენობის აგების აუცილებლობა მოიტანა რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზის გაყვანამ. როგორც წესი ამ პერიოდის საფოსტო ადგილები ითავსებდნენ როგორც ინფორმაციის გადამტან, ისე სატრანსპორტო საშუალებების გამოცვლის ფუნქციას. ფასანაურის შენობა კი ერთადერთი ასეთი საფოსტო ადგილი იყო თბილისი-სტეფანწმინდის გზაზე. ამიტომ ამ შენობაში არაერთი ცნობილი ქართველი და უცხოელი გაჩერებულა, საქართველო-რუსეთის გზაზე გავლის დროს (ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე დიუმა, ალექსანდრე პუშკინი და სხვ.)“,-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.