რესპუბლიკური საავადმყოფოში ორ მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ერთ-ერთს ფილტვის, მეორეს კი, გულ-მკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მოზარდები 35-ე სკოლის მოსწავლეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მოზარდების დაჭრის ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებითი კომენტარი კი მოგვიანებით გაკეთდება.
ცნობისთვის, ორი მოზარდი ცოტა ხნის წინ დაჭრეს.