კალიფორნიის შტატის ქალაქ ნიუ პორტ ბიჩში საცხოვრებელ სახლს ვერტმფრენი დაეცა. ავიაკატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში ორი ადამიანი გადაიყვანა. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რამ გამოიწვია ვერტმფრენის ჩამოვარდნა, ამ დრომდე უცნობია.