2018 წელს ბათუმში ერთი მილიონი სეზონური ყვავილების დარგვა იგეგმება. მერიის ინფორმაციით, ყვავილები ადგილობრივი სანერგე მეურნეობებიდან იქნება მოწოდებული.
გარდა ამისა, როგორც „ბათუმელებს“ მერიაში განუმარტეს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 3 500 ხე-მცენარის დარგვაც. დამატებით 500 ძირი ხე-მცენარე ადგილობრივი სანერგეებიდან იქნება მოწოდებული, დანარჩენი კი უცხოეთიდან შემოვა. მცენარეების შესაძენად ბიუჯეტში 157 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ოფიციალური ინფორმაციით, ხე-მცენარეების დარგვა რეაბილიტირებულ ქუჩებზეც მიმდინარეობს. „ნონეშვილის ქუჩაზე 11 ძირი ხე-მცენარე დაირგო. აქედან 6 ძირი მაგნოლიაა (გრანდი ფლორა), 5 კი „ირმის რქა“.
„ირმის რქა“
მაგნოლია