მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ამ დროისთვის დაშავებული მგზავრები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაჰყავთ. დაშავებულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც.
ცნობისთვის მეტროსადგურ ,,ვარკეთილის“ განახლების სამუშოები სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.
თბილისის მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის, ფარგლებში ასევე განახლდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, ხოლო მეტრო ‘’ავლაბარს“ გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.