მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ 4 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით მარშს გამართავს.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, დიდი შეკრება მაიდანზე შედგება.
„4 თებერვალს კიევში შევიკრიბებით 12 საათზე. ალბათ, ტრადიციულად გავემართებით შევჩენკოს პარკიდან, შემდეგ კი იქნება დიდი შეკრება მაიდანზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა.