რუსთავში, მე-16 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედაგად 16-წლამდე ასაკის გოგონა დაშავდა. დაშავებულმა თავის ტრავმა მიიღო, თუმცა ის საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.