თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ბახალას“ მხარდამჭერი აქცია დასრულდა.
აქციაზე შეკრებილებმა გიორგი გიორგანაშვილის დაპატიმრება და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.
მათ გიორგანაშვილის გათავისუფლება და არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მოითხოვეს.
"არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას, სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით. ამიტომ მოვითხოვთ, გიორგი გიორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან",– აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნაჯა ორაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი გიორგანაშვილი იგივე "ბახალა" მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.