ჰოლივუდი ყველაზე ხანდაზმულ მსახიობ ქალს ემშვიდობება. კონი სოიერი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. პირველი როლი კონი სოიერმა 18 წლის ასაკში მიიღო. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მას მონაწილეობა 140-მდე კინოსურათში აქვს მიღებული. საყოვეთაო აღიარება მას ცნობილმა ფილმებმა „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“ და „ანანასის ექსპრესი“ მოუტანა.