დღეს, 18:15 საათზე, თბილისში ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება სროლით დასრულდა. ინცინდენტი ყაზბეგის გამზირის #17-ის ეზოში ექვს ახალგარზდას შორის მოხდა.
ერთ-ერთი მათგანი, 23 წლის ირაკლი ჩხარიშვილი მძიმედ დაიჭრა.
ყაზბეგის გამზირის #17-ში მცხოვრებთა განცხადებით, ახალგაზრდებს შორის საუბარი გარეგნულად მშვიდად მიმდინარეობდა, რომ შემდეგაც სამი "ყრუ გასროლა გაისმა".
დაჭრილი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წინასწარი ინფორმაციით, პოლიციისთვის უკვე ცნობილია ჩხარტიშვილთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ვინაობა და ამჟამად მათი ძებნა მიმდინარეობს.