ბურიატიაში ქალაქ ულან-უდეს № 5 საჯარო სკოლაზე თავდასხმა მოხდა. მე-9 კლასის მოსწავლე შენობაში ნაჯახით შეიჭრა და 5 ადამიანი დაჭრა. დაშავებულთა შორის მასწავლებელიცაა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა საკლასო ოთახში მოლოტოვის კოქტეილი ისროლა და ხანძარი გააჩინა. თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მას 2 თანამზრახველიც ჰყავდა, რომლებმაც გაქცევა შეძლეს. მათზე ძებნაა გამოცხადებული. რაც შეეხება დაკავებულს, მან თვითმკვლელობა სცადა. ამჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება.