ყაზახეთში სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. 5-მა მგზავრმა ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა შეძლო. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ტრაგედიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.