თემქის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. 51 წლის ოთარ აბრამიშვილმა 49 წლის ძმა, პაატა აბრაბიშვილი მოკლა.
მეზობლების განცხადებით, მკვლელობის მიზეზი ის საცხოვრებელი სახლი გახდა, სადაც ძმები აბრამიშვილბი ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ ძმას სახლის გაყიდვა უნდოდა, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. ოთარ აბრამიშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.