ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშომლებმა დააკავეს მარნეულის რაიონში მცხოვრები სამი პიროვნება: აფის ვალიევი, მამედ ჯალილოვი, სულეიმან გარიბოვი და აკრემ გახრამანოვი, რომლებმაც ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადეს და გადასცეს ყალბი მართვის მოწმობა, რის სანაცვლოდაც მას 450 ლარი გამოართვეს.
სამართალდამცველებმა ეჭვმმიტანილები უშუალოდ თანხის მიღების დროს დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.