გორის რაიონის სოფელ ტირძნისიდან ოსი სეპარატისტების მიერ გატაცებული ბავშვების გათავისუფლების შესახებ, საქართველოს შს სამინისტრო პასუხს ცხინვალის კრიმინალური რეჟიმიდან დღეს ელოდება.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გატაცებული ბავშვების ოჯახებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
ბავშვები 4 ნოემბერს გაუჩინარდნენ და ისინი სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ აღარავის უნახავს.
ოსი სეპარატისტების მტკიცებით დაკავებისას მოზარდებს 4 ხელყუმბარა და ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდათ.
საქართველოს ხელისუფლება მათ უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. გატაცებული ბავშვების საქმეს უკვე იკვლევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.