გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოს უმეტეს რაოინში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. დილიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12, 17 გრადუსის ფარგლებში იქნება.
1 იანვარს ღამით ზოგან, დღის საათებში კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 5 - 7 გრადუსით დაიკლებს. დღის მეორე ნეხევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
1 იანვარს დედაქალაქში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.