სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 32 წლის ზვიად ცენგირაშვილი დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკევებული თავის კერძო სახელოსნოში, სხვდასხვა მინარევების დამატებით აყალბებდა ძვირადღირებულ ლითონებს და ახდენდა მათ რეალიზაციას რკინიგზის სადგურზე არსებულ ოქროს ბირჟაზე.
ცენგირაშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ოქროს ნაკეთობები და მათი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, 6 220 ლარი. დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
გამოძიებას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით აწარმოებს.