დღეს, 22 ივლისს, ფესტივალ "არტ-გენის" ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.
22 ივლისს, 12:00-იდან 20:00 საათამდე, ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები გაიმართება; 15:00-იდან 18:00 საათამდე მცირე სცენაზე ჩატარდება კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 სათებში _ ამფითეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან: ლეჩხუმი: მოხუცების ანსამბლი "ლეჩხუმი"; ქორეოგრაფიული ანსამბლი "ლეჩხუმი"; ფოლკლორული ანსამბლი "სალაღობო; თუშეთი: ანსამბლი "კესელო"; პანკისის ხეობა: ანსამბლი "პანკისი"; საინგილო: ანსამბლი "ლაზარე"; სამცხე-ჯავახეთი: სახალხო მთქმელი შალვა კეღოშვილი; მესხეთის უნივერსიტეტის გუნდი; ახალქალაქის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ჯავახქ"; ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბორჯომი"; ხუციშვილების ოჯახური ანსამბლი; ფოთი: ფოლკლორული ანსამბლი "ფაზისი".
21:00-23:00 საათებში საღამოს კონცერტში მონაწილეობენ თსუ-ის ანსამბლი "გორდელა" და ნინო ქათამაძე.
23 ივლისს, 12:00-20:00 საათებში დაგეგმილია ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-იდან 18:00 საათამდე _ მცირე სცენაზე იგეგმება კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 საათებში _ ამფითეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან: ქვემო სვანეთი: ჯოკია მეშველიანის სახელობის ანსამბლი "ლილე"; ანსამბლი "ლაგუშედა"; კახეთი: ანსამბლი "წინანდალი"; დედოფლისწყაროს ფოლკლორული ანსამბლი "ხორნაბუჯი"; ზემო ქედის ფოლკლორული თეატრი "ბარის ფშავლები"; სიღნაღის ანსამბლი "მრავალჟამიერი"; წნორის ედიშერ გარაყანიძის სახელობის ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ანსამბლი "ამერ-იმერი"; კაკაბეთის ფოლკლორული ანსამბლი "კაკაბელები"; გურჯაანის სახელმწიფო ანსამბლი "გურჯაანი"; ქვემო ქართლი: გარდაბნის ანსამბლი "ბეთანია".
21:00-23:00 საათებში საღამოს კონცერტში მონაწილეობენ "ხიდი" და "ფრანი".
24 ივლისს, 12:00-20:00 საათებში დაგეგმილია ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-იდან 18:00 საათამდე _ მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 საათებში _ ამფითეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან: ზემო სვანეთი: მესტიის ანსამბლი "რიჰო", სოფელ ლატალის ანსამლი "ლატალი"; გურია: ქორეოგრაფიული ანსამბლი "გურია"; ვაკიჯვარი: გუჯაბიძეების ოჯახი; ფოლკლორული ანსამბლი "ელესა"; ანსამბლი "იადონი"; ლანჩხუთის ანსამბლი "ხელხვავი"; ჩოხატაურის ქალთა ანსამბლი "მანდილი"; რუსიძეების ოჯახი ჯუმათიდან; ლამარა დოლოძე; ქართლი: ანსამბლი "ქარელი"; გორის ანსამბლი "ლომჭაბუკი"; კასპის ანსამბლი "მზეკაბანი"; ინდივიდუალური შემსრულებელი ნიკოლოზ ფარეხელაშვილი; ქვემო ჭალის კულტურის სახლი; სტუმრები ჩრდილოეთ კავკასიიდან.
21:00-23:00 საათებში ჩატარდება საღამოს კონცერტი "სუხიშვილების" მონაწილეობით.
25 ივლისს, ბოლო დღეს, 12:00-20:00 საათებში, იგეგმება ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-იდან 18:00 საათამდე _ მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 საათებში _ ამფითეატრი, უხუცესი შემსრულებლები საქართველოს ყველა კუთხიდან: მესტია: ისლამ ფილფანი და ანსამბლი "რიჰო", ლენტეხი, ჩოლურის თემი: ჯუმბერ მუკბანიანი და ანსამბლი "მიჟე ნარი"; ხარაგაული, სოფელი კიცხი: ანსამბლი "ოდილა"; თელავი, სოფელი ართანა: ანდრო სიმაშვილი და მოწაფეები; გურია: კარლო ურუშაძე და მისი ოჯახი; ხელვაჩაური: უხუცესთა გუნდი "მაჭახელა"; კასპი: ქორო კაციაშვილი.
21:00-23:00 საათებში გამართულ საღამოს კონცერტში მონაწილეობენ "ზუმბა" და "ჩვენებურები" ახალი პროექტით _ "ასტროჯორჯია".
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისიდან ფესტივალმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლა. ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში 25 ივლისამდე გაგრძელდება.