ბელორუსიაში ცნობილი რეჟისორი, მხატვრული ფილმის, "თეთრი ცვრის" ავტორი იგორ დობროლიუბოვი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დობროლუბოვი 1933 წელს დაიბადა. მინსკის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც პროფესიით მუშაობდა. შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა და მიხაილ რომის მოსწავლე გახდა.
მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია "ივან მაკაროვიჩი", "ნაბიჯები მიწაზე", "დაუმთავრებელი ქუჩა", და "თეთრი ცვარი".
რეჟისორ დობროლუბოვის გამოსამშვიდობებელი პროცესია, 22 ივლისს მინსკში, კინოს სახლში გაიმართება.