შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, რომელსაც ევალება სასამართლო განაჩენის შემდგომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ლიკვიდაცია, განადგურებული იქნა 2000 აბი "სუბუტექსი", დაახლოებით 3 კილოგრამი "ჰეროინი", ასობით კილოგრამი მარიხუანა და სხვა ფსიქოტროპული საშუალებები.
ნარკოტიკული საშუალებების ლიკვიდაციას ესწრებოდნენ გენერალური პროკურატურის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს წარმომდგენლები.