შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანის გაყიდვის ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებისთვის (საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის) დააკავეს ხონის რაიონული საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ექიმ-გინეკოლოგი, დავით ჩაგუნავა, ამავე სამშობიარო განყოფილების ბავშვთა ექიმი, ფატიმა ტიგიევა, ექთანი ტარიელ კუხიანიძე, ბავშვის ექთანი ნათია მსხილაძე, ახალშობილის დედა ანა აბრუნია, ბავშვის მშვილებელი, ლონდა ფერცულიანი, შუამავალები ეკა აბლოთია, მაყვალა ხაჭაპურიძე და ეკატერინე გოგოხია.
სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე.