ფოთის მე-11 საჯარო სკოლის, მე-9 კლასელმა გოგონამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.
მომხდარის შესახებ, მან თავადვე აცნობა სკოლის მანდატურს, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
არასრულწლოვანი გოგონა ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მოზარდი სახლშია და თავს კარგად გრძნობს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.