მანჰეტენის ტერაქტი კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ კონგრესმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას მხარი უნდა დაუჭიროს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. მისივე თქმით, ბანგლადეშელი ტერორისტი ნიუ იორკში ე.წ. „ოჯახური მიგრაციის“ პროგრამით ჩავიდა, რომელიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის მოსახლეობას უქმნის საფრთხეს. ტერაქტი მანჰეტენზე გუშინ 27 წლის აკაიედ ულამ მოაწყო. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.