ქსნის ქუჩაზე, დიდუბის ხიდთან, ავტოავარიის შედეგად ოთხი ავტომობილი დაიმტვრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ერთ-ერთ მანქანაში ყოფილი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რევაზ არველაძე იმყოფებოდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულები ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.