საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მომხრეები საქართველოში, უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ კიევის პეჩერის რაიონულ სასამართლოში, ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა.
ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ სააკაშვილს შეეფარდოს ორთვიანი შინაპატიმრობა, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის ნებისმიერ ზომას ეწინააღმდეგება და სასამართლოს მიმართ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობით.
კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა.