ნახალოვკაში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მეორე სართულსა და სახლის სახურავს მოედო. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, სულ 40 მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი ტექნიკით. მათივე ცნობით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.