გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ლიტვის მოქალაქე, საქართველოში დარეგისტრირებული შპს „აზარტოტეხის" დამფუძნებელი და დირექტორი ბენიამინას იანუშაიტისი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა უცხოეთიდან საქართველოში სათამაშო აპარატების, კერძოდ, სლოტ-აპარატების შემოტანა და სხვადასხვა მეწარმეებზე გაქირავება.
სამართალდამცველებისათვის ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით სლოტ აპარატების იჯარის ღირებულების მონაცემებს სპეციალურად ამცირებდა.
ბენიამიანს იანუშაიტისი მაშინ დააკავეს, როცა მან ერთ-ერთ მეწარმეს გამოუწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც სლოტ-აპარატების იჯარის რეალური ღირებულების - 4046 ლარის ნაცვლად დაუფიქსირა 640 ლარი. ე.წ. „გასამრჯელოს" სახით კი მისგან 1800 ლარი აიღო.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით