თბილისში, გმირთა მოედანზე სატვირთო ავტომობილი ესტაკადის ქვეშ გაიჭედა.
სავარაუდოდ, მძღოლმა ესტაკადის სიმაღლე ვერ გათვალა.
მომხდარის გამო, გმირთა მოედანზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ფოტო: საზოგადოებრივი