სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს შეხვდება.
მისი განცხადებით, ეს საქმე იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელზეც მუშაობას დაიწყებს.
"მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი დიდი ხანია მუშაობს ბავშვთა უფლებებზე, ალბათ, ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ, ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით.
ამიტომ, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც დავინტერესდები, იქნება ეს საქმე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, ახალი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა.