მესამე დღეა მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია: შეწყდეს სვანეთში ჰესების მშენებლობა და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოება, ასევე, მაღალკვალიფიციური ექსპერტების მოწვევა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
აქციის ორგანიზატორმა, „სვანეთის ახალგაზრდულმა მოძრაობამ“ წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, რომ დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის.
ცნობისთვის, მესტია-ჭალა ჰესის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყო.