ხვალ, 20 ივლისს, 15:00 საათზე, გაიმართება პრესკონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის კრიმინალურ ქმედებებთან დაკავშირებით", _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელმა თეა თეა თუთბერიძემ აცნობა.
მისი ინფორმაციით, პრესკონფერენციის შემდეგ შევა იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შაშკინის და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ.
"საჩივარს თან დაერთვება ჩემ მიერ გაკეთებული ფარული აუდიოჩანაწერი. ასევე მოხდება შაშკინის მიერ 2010 წლის 14 ივლისს გამოცემული უკანონო და გაყალბებული ბრძანების (რომლითაც დაითხოვა მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი და სამეურვეო საბჭო) გასაჩივრება საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის სახელზე", _ აცახდებს თუთბერიძე.
მის: ჭავჭავაძის გამზირი 17 ბ, ყოფილი სულხან-საბას მოპირდაპირე მხარეს, შემოსასვლელი არკაში ჭავჭავაძის 17-ში. ტელ: 893 266228.