“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” დიაბეტის მართვის პროგრამის სპეციალიზირებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტში ჩაერთო, რაც დიაბეტის მქონე პირებისათვის გარკვეული კვლევების თანადაფინანსებას გულისხმობს.
პროგრამა გულისხმობს შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი, არაინსულინმომხმარებელი) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით მედიკამენტის დოზის კორექციას, ასევე პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. პროგრამის ფარგლებში პაციენტებს საჭიროებისამებრ ჩაუტარდებათ ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის და ანგიოლოგის კონსულტაციები, ასევე კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევები:
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 6 ერთეულისა ერთ პაციენტზე;
- გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;
- კრეატინინის და/ან შარდოვანას განსაზღვრა სისხლში;
- მიკროალბუმინურიის კვლევა;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდის საერთო ანალიზი;
- С- პეპტიდი;
- ჰომა - 2-ის ინდექსი;
- ე.კ.გ;
პროგრამა ასევე ითვალისწინებს უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად ნევროპათოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:
- სისხლის საერთო ანალიზი
- თავის ქალის რენტგენოგრაფია
- თვალის ფსკერისა და მხედველობის ველის გამოკვლევა
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოდ და ჭამის შემდეგ
- შარდის საერთო ანალიზი (არანაკლებ 2 ერთეულისა)
- ზიმნიცკის სინჯი (არანაკლებ 2 ერთეულისა)
- ელექტროლიტების - Na, К - განსაზღვრა სისხლში
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ დიაბეტის მქონე პირებს აღნიშნული პროგრამით იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის და კახეთის შემდეგ სამედიცინო ცენტრებში მოემსახურება:
- წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი მის: პ.იაშვილის № 9
- ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მის:ოცხელის N2
- ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი მის:გამსახურდიას №206
- ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში მის: მემედ აბაშიძის №18;
- თელავის რეფერალური ჰოსპიტალი მის: ვ. სეხნიაშვილის №1
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სამედიცინო კორპორაცია ევექსის ცხელ ხაზს: 2 55 05 05, *05 05