საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზი გაიხსნა.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კენტ ლოგსდონმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზი გახსნეს, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერაა დაფინანსებული.
იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის სასამართლო უნარჩვევების პროგრამის ნაწილია. პოლიციის აკადემია მას სასამართლო უნარ-ჩვევებში პოლიციელთა მოსამზადებლად გამოიყენებს. დარბაზი ნამდვილ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოდელზეა შექმნილი. აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით, რომელიც წარმოდგენილი მტკიცებულებების ეკრანზე ჩვენების საშუალებას იძლევა. ხმისა და ვიდეოს ჩამწერი აპარატურის მეშვეობით შესაძლებელი იქნება პოლიციელის ან გამომძიებლის გამოსვლის ჩაწერა, რომ მოგვიანებით სასამართლო უნარ-ჩვევების ინსტრუქტორმა აღნიშნული ჩანაწერი ტრენინგებისას შეაფასოს.
იმიტირებული სასამართლოს დარბაზის აშენებისა და აღჭურვისსახელმწიფო ანტინარკოტიკულმა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ 41,000 აშშ დოლარი გამოყო.
მეორე იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზი საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2010 წლის 19 აპრილს გაიხსნა.