თბილისის მერიის მუშაობას დღეიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში დააკვირდებიან.
სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფი თბილისის მერიას სამი ძირითადი მიმართულებით დააკვირდება: გარემოს დაცვა, გენდერი და ახალგაზრდობა.
პროექტი მოიცავს ბიუჯეტის ანალიზს, მერთან შეხვედრას შუალედური შედეგებით და მისი პოზიციის დაფიქსირებას.
პროექტი საქართველოში 24 წლის თსუ-ს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრატურის სტუდენტმა მარიამ ხუროშვილმა მოიგო, რომელიც ასევე არის ევროკავშირის დელეგაციის მიერ არჩეული ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსია ხორციელდება. სტიპენდიის ფარგლებში 20 პროექტი დაფინანსდა.