გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში თურქეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნით მოძრავი სატვირთო მანქანა ხევში გადაიჩეხა. თვითმხილველების ცნობით, მანქანაში 2 ადამიანი იჯდა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი გარდაცვლილია, თუმცა მათი ცხედრები ნაპოვნი არ არის.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.