საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მას უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივა.
„საიმიგრაციო სამსახურის ძალიან ზრდილობიანმა თანამშრომლებმა მომცეს ცნობა, ვადის გახანგრძლივების შესახებ... ამასთან, ჩაითაც გამიმასპინძლდნენ“, - ნათქვამია სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.