ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. შეტყობინების ავტორი გრიგოლ განჯელის სახელითაა დარეგისტრირებული.
„გიორგი, ახლა ყურადღებით მომისმინე. დიდი ხანია გაკვირდებით და ძალიან ბევრჯერ ზღვარს გადახვედი. ამდენი ხანია ვითმენთ და აწი აღარ ვაპირებთ მოთმენას. შენ ხარ ეშმაკისეული, ქართული ეკლესიის და მართლმადიდებლობის მტერი, ფულის გულისთვის სული გაყიდე და ანტიქრისტეებს იცავ. გაფრთხილებ!!! თუ კიდევ გააგრძელებ იგივეს, მე და ჩემი სულიერი ძმები პასუხს გაგებინებთ. სისხლს და ტვინს განთხევინებთ მიწაზე“, - აღნიშნულია მუქარის წერილში.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატმა მიმართა თუ არა სამართალდამცავებს, უცნობია.