ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო რეჟისორობას აპირებს. 35 წლის მსახიობის განცხადებით, მას სურვილი აქვს ფილმების გადაღება დაიწყოს.
ბოლო 16 წლის განმავლობაში ოსკარზე მრავალჯერ ნომინირებული დეკაპრიო აცხადებს, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას ძალიან სერიოზულად ეკიდება და დარწმუნებულია, რომ წარმატებასაც მიაღწევს.
"მე მინდა გავხდე რეჟისორი და შევწყვიტო მსახიობის კარიერა. ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მე შევიძენ ფილმის გადასაღებად საჭირო აპარატურას და შედევრს გადავიღებ", - აცხადებს დიკარიო.