თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიაში გადაგზავნის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც საკრებულოში 14 ნოემბერს შევიდა, ყველა კომისიამ განიხილა და წინადადებები დასკვნის სახით წარადგინა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თბილისის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს.
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტი გაიზრდება და მასში რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო პროექტი აისახება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოდან გამოითხოვა.