ხვალ, 19 ივლისს, 19 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ჯუზეპე ვერდის "ატილას" წარმოადგენს.
სპექტაკლს ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო წარუძღვება.
ქართველმა მსმენელმა ჯანლუკა მარჩიანოს ხელოვნება წლეულს მარტში ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდის „თანადგომის" კონცერტზე გაიცნო.
25 ივლისს კი მაყურებელს "რიგოლეტზე" დასწრების საშუალება ექნება.