აფხაზური მედიის ინფორმაციით, სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალიკ გვარამია ევროპის რექტორთა კლუბის (The Club of the Rectors of Europe) წევრი გახდა.
აფხაზური მედია ასევე იუწყება, რომ გვარამიასთვის სერტიფიკატისა და მანტიის მინიჭების საზეიმო ცერემონიალი ოქსფორდის უნივერსიტეტში, ოქსფორდის ლიდერების სამიტზე გაიმართა.
ოქსფორდის ლიდერების სამიტი ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი და საქმიანი ღონისძიებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრიტანეთში. ამ ღონისძიებაზე ყოველწლიურად მსოფლიოს 20 ქვეყანაზე მეტი წარმომადგენელი იკრიბება.