თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს. ის სპეციალური შპრიცსასროლი თოფის მეშვეობით დააძინეს და დაიჭირეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინება მათთან გუშინ შევიდა. ამ დროისთვის მგელი მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფება, და მისი ბუნებრივ არეალში გაშვება იგეგმება.