აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 14,2%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 9,7%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვარ-ოქტომბრის გეგმა 198 მლნ 416 ათასი ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 226 მლნ 687 ათას 700 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 114,2%-ით შესრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 10 თვის მონაცემებით, 114,4%-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 124,4%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი მხოლოდ 99,2%-ით.
რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 293 მლნ 213 ათასი ლარი იყო, თუმცა გეგმა 9,7%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 321 მლნ 717 ათას 300 ლარი შეადგინა. საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 11,3%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 14,5%-იანი გადაჭარბებით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი მხოლოდ 89%-ითაა შესრულებული.
რაც შეეხება თვითმმართველ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი 99,3%-ი, ქობულეთი - 83,9%-ი, ხელვაჩაური - 98,7%-ი, ქედა - 97,9%-ი, შუახევი - 121,1%-ი და ხულო - 119,8%-ი.