ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში არსებულ აქტუალურ პრობლემებს შორის მოწინავე ადგილებზეა ორი ისეთი პრობლემა როგორებიცაა: საცობი ქუჩებში და სესხებით დატვირთული მოსახლეობა.
პრობლემის მოგვარებას ვერ დაგპირდებით, მაგრამ ამ სტატიაში გიამბობთ იმ წესების შესახებ, რომელთა დარღვევაც ზემოაღნიშნული ორი პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახლავთ.
საუბარია ავტომობილის ღირებულებისა და ფინანსური შემოსავლის ოპტიმალურ თანაფარდობაზე, რომლის დარღვევაც იწვევს ფინანსურ პრობლემებსა და გარკვეულწილად მანქანის საცობებსაც.
სპეციალური ფინანსური გამოთვლებისა და სოციოლოგთა დაკვირვებების შედეგად გამოტანილი დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ თუ ავტომობილის შეძენას თქვენს ხელთ უკვე არსებული (არა ნასესხები), ფულით გეგმავთ, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
თუ მანქანას მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებისეული აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობთ, მაშინ არ ღირს ავტომობილზე, თქვენი ყოველწლიური შემოსავლის 10% -ზე მეტის დახარჯვა.
საკუთარ თავს, საკუთარი წლიური შემოსავლის 20% -ის ავტომობილზე დახარჯვის უფლება შეუძლიათ მისცენ იმ ადამიანებმა, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო და სანდო ავტომობილს.
რაც შეეხება ადამიანებს, რომელთათვისაც ავტომობილის მართვა ჰობი და დიდი სიამოვნებაა, მათ შეუძლიათ გაიმეტონ საკუთარი თავისთვის უფრო მოზრდილი თანხა და „ოთხბორბლიანი მეგობრის“ შესაძენად საკუთარი ყოველწლიური შემოსავლის 50% გაიღონ.
ხოლო მათთვის, ვინც მანქანის ყიდვას სესხის საშუალებით გეგმავს, ავტომობილის ოპტიმალური ფასის დასადგენად, სხვადასხვა ხარჯების ანალიზისა და გამოთვლების შედეგად, სპეციალისტებმა მარტივი და ეფექტური ფორმულა შეიმუშავეს.
აღნიშნული ფორმულის სახელწოდებაა „20/4/10 -ის წესი“ და ის შემდეგნაირად იშიფრება:
20 - ავტომობილის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 20% გადაიხადეთ წინასწარ.
4 - ავტომობილის შესაძენად არ აიღოთ სესხი 4 წელზე უფრო ხანგრძლივი დროით.
10 - ავტომობილის შესაძენად აღებული პროცენტიანი სესხების ყოველთვიური შენატანი, არ უნდა აღემატებოდეს თქვენი ყოველთვიური შემოსავლის 10% -ს.
სტატია მომზადებულია vivus ge -ს ბლოგის მიერ.
აღნიშნული ბლოგი, vivus ge -ს ოფიციალურ საიტზე, სწრაფი კრედიტების გაცემისთვის აუცილებელი გვერდების პარალელურად ფუნქციონირებს და ყოველკვირეულად გთავაზობთ სტატიებს, რომლებიც შეეხება არამხოლოდ სწრაფ ონლაინ სესხებს არამედ მკითხველისთვის საინტერესო სხვა თემებსაც.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ Vivus ge გახლავთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია 4finance -ის ბრენდი, რომელმაც პირველმა შემოიტანა ონლაინ სესხები საქართველოში და დღემდე მყარად ინარჩუნებს საკუთარი სეგმენტის უპირობო ლიდერის სტატუსს.
მისი წარმატების საიდუმლო გახლავთ ისეთი ღირსებები როგორიცაა: სისწრაფე, სიმარტივე, მაღალი ხარისხი, სანდოობა და დაბალი საპროცენტო განაკვეთი.